30 იანვარს სამეგრელოში, “ენერგო პრო ჯრჯია”-ს აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

30 იანვარს, სამეგრელოს რეგიონში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. კომპანიის ინფორმაციით,  ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

ზუგდიდი – 10:00-დან 13:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2486 აბონენტს პუშკინის, დუტუ მეგრელის, რუსთაველის, შარტავას და მიმდებარე ქუჩებზე.

ფოთი – 10:45-დან 18:00 საათამდე 755 აბონენტს  ქუჩიშვილის, ელადას, ცაგარელის და მიმდებარე ქუჩებზე.

მარტვილი – 11:00-დან 17:00 საათამდე 4916 აბონენტს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭყონი, სალხინო, ნაგვაზაო, ტალერი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა – 11:00-დან 18:00 საათამდე 1170 აბონენტს მუნიციპალიტეტის სოფლებში ლია, ფახულანი, ტყაია და მიმდებარე სოფლებში.

ჩხოროწყუ – 12:00-დან 16:00 საათამდე 532 აბონენტს  სოფლებში ხაბუმე, ნაფიჩხოვი, ჭოღა და მიმდებარე სოფლებში.

აბაშა – 12:00-დან 15:00 საათამდე 148 აბონენტს  რუსთაველის, გამსახურდიას, თავისუფლების და აკაკის ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი