“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 თებერვალს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 13:30 დან 18:30 საათამდე 1193 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 12:00დან 15:00 საათამდე 8 აბონენტს სოფელ ნორიოში.
მარტვილი – 11:00 დან 14:00 საათამდე 182 აბონენტს სოფლებში ჯოლევი, აბედათი.
წალენჯიხა – 11:00დან 18:00 საათამდე 49 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ფიფიას, წმ.ნინოს, სოხუმის ქუჩებზე.
ფოთი – 12:15 დან 15:00 საათამდე მონაცვლეობით 532 აბონენტს ქ.ფოთში აგრარული ბაზრის მიმდებარე სავაჭრო ცენტრი, ჭანტურიას, სევასატოპოლის, ზვიად ბარბაქაძის და მიმდებარე ქუჩებზე.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე მომხმარებელთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.