მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, – ამის შესახებ, ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ, სოციალურიდა დაუცველი ოჯახებისთვის ფართით უზრუნველყოფის კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კომისიის წევრებმა, რომელშიც მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან, დღეს, პირველ სხდომა გამართეს და და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.
,, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახორციელებს. პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, აგრეთვე გაგრძელდება ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტიც. ყველა შემოსული განცხადება კი დეტალურად იქნება შესწავლილი,“ – აღნიშნა სხდომაზე ლაშა გოგიამ.
აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს, 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტისთვისაა გათვალისწინებული. განცხადებების მიღება 1 თებერვლიდან დაიწყება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2017 წლებში 66 სახლი აშენდა. მუნიციპალიტეტს 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.