13 თებერვალს სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 13 თებერვალს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს  ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ენერგომომარაგება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი –  10:00-18:30 საათამდე 699 აბონენტს სოფლებში ჭკადუაში, ლია, ჩხორია მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 14:00 საათამდე მონაკვეთში საათნახევრით  74 აბონენტს სოფლებში ინგირი, ახალი აბასთუმანი(წყალსადენის სამმართველო).

ფოთი -11:30-15:00 საათამდე 419 აბონენტს ქ.ფოთში სარსანიას, ტაბიძის, გელა ჯიქიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი – 12:30-18:00 საათამდე 240 აბონენტს სოფლებში ძველი და ახალი ხიბულში.

ჩხოროწყუ -11:00-17:30 საათამდე  1514 აბონენტს სოფლებში ზუმი, მუხური, თაია, ხაბუმე.

აბაშა – 12:00-15:00 საათამდე 98 აბონენტს სოფელ ძველი აბაშაში.

მარტვილი – 13:00-18:30 საათამდე 505 აბონენტს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ქვაითი. 13:00-16:00საათამდე 139 აბონენტს სოფელ ინჩხურში.

წალენჯიხა –  10:40-18:30 საათამდე 749 აბონენტს   სოფლებში საჩინო, ლია, ფახულანი, ჯვარის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:00 საათამდე 1128 აბონენტს  ქ.წალენჯიხაში კალანდიას, ქიაჩელის, რუსთაველის, თამარ მეფის  და მიმდებარე  ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი