14 თებერვალს, სამეგრელოს რეგიონში, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 3245 აბონენტს ქ.ზუგდიდში დემურიას, ალ.ჭავჭავაძის,ივარდავას ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაწულუკუ, ინგირი, ჭკადუაში, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:30 საათამდე პერიოდში საათანახევრით მონაცვლეობით 6474 აბონენტს ქ.ზუგდიდში თამარ მეფის, ჯანაშიას, შარტავას, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კახათი, ორსანტია, ოირემე, თარგამული, დარჩელი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 2144 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, კანკიას, კვირაიას და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში უშაფათი, ფოცხო, ეკი.
ფოთი -11:00-18:00 საათამდე 19 აბონენტს ქ.ფოთში სამეგრელოს მოედანი, ჭანტურიას ქუჩებზე. 11:00-14:30 სათამდე 354 აბონენტს ქობულეთის ჩიხი, ელადას,სამეგრელოს ქუჩებზე.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 478 აბონენტს სოფლებში ნაკიფუ, ხაბუმე, ჯვარი , ჯვარზენი და მიმდებარე სოფლებში.
ჩხოროწყუ -11:00-18:00 საათამდე 237 აბონენტს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო.
აბაშა – 12:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 886 აბონენტს ქ.აბაშაში აკაკის, ნინოშვილის ქუჩებზე, აკაკის IV შესახვევი, ასევე სოფლებში კვათანა, პირველი მაისი, მარანი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:05-18:00 საათამდე 378 აბონენტს სოფლებში ბანძა, ონოღიაში. 11:15-16:00 საათამდე მონაკვეთში 642 აბონენტს სოფლებში ინჩხური, ბალდა, გაჭედილი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.