“ენერგო პრო ჯორჯია” – ენგურჰესის ტესტირების  მიზნით რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეეზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 20 თებერვალს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ენგურჰესის ტესტირების  მიზნით   ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ:

00:00 დან  04:00 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით  ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს.

ხობის მუნიციპალიტეტის 3341 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ხეთა, საჯიჯაო, ხამისკური და მიმდებარე სოფლებში.

სენაკის მუნიციპალიტეტში, 1643 აბონენტს  სოფლებში ზანა, ფოცხო, უშაფათი, ლეძაძამე.

მესტიის მუნიციპალიტეტის 110 აბონენტს  სოფლებში ხაიში, დიზი, საგერგილა, ეცერი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი