26 თებერვალს, სამეგრელოში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1929 სოფლებში რუხი, რიყე, ტყაია,ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 710 აბონენტს სოფლებში ზანა,უშაფათი, ფოცხო, ეკი.
ხობი – 11:00-18:00საათამდე 342 აბონენტს სოფლებში ხამისკური, თორსაში.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 62 აბონენტს რკინიგზა, არსენას, სულხან-საბას, სარსანიას ქუჩებზე,
მარტვილი – 12:00-18:00საათამდე 1635 აბონენტს ქ.მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის ანჯაფარიძის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნაგვაზაო, სერგიეთი, კიწია, გურძემი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1792 აბონენტს ქ.წალენჯიხაში ჭურღულიას, კვარაცხელიას, სალიას , წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ მიქავა, ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ზუმის აბონენტებს.
აბაშა – 12:00-15:00საათამდე 119 აბონენტს სოფლებში წყემი, ნორიოში.
როგორ კომპანიაში აცხადებენ, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.