სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტბის მერებს ახალი ტურისტული მარშრუტების შემუშავება და არსებული მარშრუტების გამრავალფეროვნება დაავალა.
“ჩვენს რეგიონს აქვს ამოუწურავი ტურისტული პოტენციალი, უნდა შევქმნათ ახალი მარშრუტები. ძალიან წარმატებულია მარტვილის კანიონი, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ინფრასტრუქტურა ასევე განვავითაროთ ბალდას კანიონზე, სადაც ბევრად საინტერესო მარშრუტია ტურისტებისთვის. ტურისტული მარშრუტების განვითარება მოხდება მუხურში, ხობის წლის ხეობაში, ასევე ინწრას და სქურის მიმართულებით. უკვე ვმუშაობთ აბაშაში წყემის მიმართულების განვითარებაზე, გარდა ამისა აბაშის შემოსასვლელში განთავსდება ე.წ. “რეგიონის კარიბჭე”, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად მოხდება საინფორმაციო ცენტრის განთავსება, რომელიც მიიღებს რეგიონში შემოსულ ტურისტებს და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციებს, აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული ობიექტების შესახებ” – განაცხადა გუბერნატორმა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს, მათ მოადგილეებს და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსებს, გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.
რეგიონის მერებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე.