“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 28 თებერვალს, სამეგრელო-სვანეთის რეგიონში, აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1148 აბონენტს ქალაქ ზუგდიდში: შარტავას, ქუთაისის, აღმაშენებლის, ფურცელაძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში კოლხიდა, ჭითაწყარი, რუხის ნაწილი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-13:00 სააათამდე 8079 აბონენტს ქალაქ ზუგდიდში: რუსთაველის, რ.თაბუკაშვილის, კოსტავას, ცოტნე დადიანის, ქუჯის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე სოფელ ინგირში.
წალენჯიხა – 10:00-10:15 საათამდე დილით და საღამოს 17:00-17:15საათამდე 4139 აბონენტს სოფლებში: ჯვარი, ჭალე, ჩქვალერი, მუჟავა, ჯვარზენის დასახლება და მიმდებარე სოფლებში. 11:00-18:00 საათამდე 927 აბონენტს ქალაქ წალენჯიხაში: ჭურღულაიას, სალიას, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, ასევე სოფლებში: საჩინო, ლია, ფახულანი და მიმდებარე სოფლებში.
მარტვილი – 11:30-18:00 სათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 302 აბონენტს სოფლებში: ხუნწი, ნახუნაო, აბედათი, სერგიეთი.
აბაშა – 11:00-16:00 საათამდე 183 აბონენტს ქალაქ აბაშაში: რუსთაველის და თამარ მეფის ქუჩებზე, ასევე სოფლებში ნორიო, სუჯუნაში.
ფოთი – 11:00-15:00 საათამდე 342 აბონენტს ჭავჭავაძის, სააკაძის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.
მესტია -10:00-10:15 საათამდე დილით და საღამოს 17:00დან 17:15საათამდე 2928 აბონენტს სოფლებში: დიზი, ეწერი, ლახამულა, მულახი, უშგული და მიმდებარე სოფლებში. 12:00-16:00 საათამდე 64 აბონენტს მესტიაში ნ.ჯაფარიძის, რუსთაველის ქუჩებზე, ასევე სოფლებში: ნესგუნი, მაზერი, იფხი, ბეჩო და მიმდებარე სოფლებში.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 414 აბონენტს სოფელ ზანაში.
ხობი – 11:30-18:30 საათამდე 342 აბონენტს სოფლებში: ხამისკური, თორსაში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.