12 მარტს, სამეგრელოს რეგიონში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ზუგდიდი -10:00-18:30 საათამდე 1027 აბონენტს სოფლებში: ჭკადუაში, ლია, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.
ფოთი – 11:00-14:00 საათამდე 278 აბონენტს გურიის, თბილისის, თენგიზ ბარამიძის და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი – 11:00-14:00 საათამდე მონაკვეთში თითო საათით 692 აბონენტს სოფლებში: ნოსირი,გეჯეთი, საჩემიო და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 273 აბონენტს სოფლებში: დოშაყე, დ/ჭყონი, გაჭედილი, სალხინო და მიმდებარე სოფლებს.
აბაშა – 11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 385 აბონენტს სოფლებში: ძიგური, ნარიო, წყემი და ზანათი, ხოლო ქალაქ აბაშაში აკაკის IV შესახვევი.
ხობი – 11:00-17:00 საათამდე 90 აბონენტს სოფელ: ხამისქურში.
ჩხოროწყუ – 12:00-16:30 საათამდე 313 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში მშვიდობის, შენგელიას,თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფლე ქვედა ჩხოროწყუში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.