რამდენი ლიტრი შხამ-ქიმიკატია შეძენილი ფაროსანასთან საბრძოლველად

ფაროსანასთან ბრძოლა წელსაც ძლიერი შხამ-ქიმიკატებით გაგრძელდება. რისთვისაც, სურსთის ეროვნულმა საგენტომ შეიძინა 160 000 ლიტრი ბიფენტრინი – აღნიშნული ქიმიკატი ევროპასა და აშშ-ში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გამოიყენება.

ასევე შეძენილია 200,000 ლიტრი დეცის ფლუქსი, ეს ქიმიკატი სპეციალური კვამლის წარმოქმნისთვის გამოიყენება, რომლითაც ხე-ხილი და ნათესი ფართობები უნდა დამუშავდეს.

ასევე შეძენილია 100,000 ცალი ფერომონიანი სატყუარა. სატყუარები აზიური ფაროსანაზე მოქმედ ფერომონებს გამოყოფენ, რითიც მავლებლებს იზიდავენ.

სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ფართომასშტაბიანი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეძენილია 120 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპი, ავტომანქანებზე დასამონტაჟებელი 70 ერთეული თერმული ნისლის გენერატორი, 50 ერთეული მცირემოცულობიანი სამანქანო შემასხურებელი

კომენტარები

დატოვე კომენტარი