გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
15 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ზუგდიდი- 16:00-18:30 საათამდე 870 აბონენტს ქ.ზუგდიდში შარტავას,პუშკინის,სოხუმის და მიმდებარე ქუჩებს.
ფოთი – 11:00-14:00 საათამდე მონაკვეთში 286 აბონენტს ქ.ფოთში თავდადებულის,დუმბაძის,პეტრე იბერის და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2801 აბონენტს სოფლებში: ზანა,ძველი სენაკი,კოტიანეთი,უშაფათი,ხორში და მიმდებარე სოფლებს,ასევე სტალინის,ბელიაშვილის,ღვინჯილიას და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი – 11:00-16:30 საათამდე 560 აბონენტს სოფლებში:ჯოლევი,აბდეთი,ბანძა,ონოღია და მარტვილი.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 4 აბონენტს სოფლებში:წყემი და ნორიო.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.