სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.
დღევანდელ სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით წარმოადგინა ორი პროექტი, საერთო ღირებულებით 1 000 825 ლარი. პროექტები ყინულის მოედნის რეაბილიტაციას (407 825 ლარი) და რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ესართიას ქუჩაზე მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას ეხება (600 000 ლარი).
აღნიშნულ ცვლილებებს საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედო გეგმა გადაეგზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.