16 მარტს სამეგრელოში „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

16 მარტს, სამეგრელოში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კომპანიაში განმარტავენ, რომ გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

სენაკი – 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3834 აბონენტს სოფლებში: ზანა, უშაფათი, თეკლათი, ძველი სენაკი და მიმდებარე სოფლებს, ასევე მშვიდობის, ფიროსმანის, დავითაიას და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 12:00-14:00 საათამდე  10 028 აბონენტს აბაშის მ/ც მთლიანად (გარდა ქ/ს დაფნარი, ფიდ. ,,პირველი მაისი“).

11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1976 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების,დ.აღმაშენებლის,კილასონიას და მიმდებარე ქუჩებს,ასევე სოფლებს:წყემი,განკარი,ძველი აბაშა და ნორიო.

ჩხოროწყუ- 12:00-15:00 საათამდე 201 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში კონსტანტინე გამსახურდია,მერაბ კოსტავას,მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებს, ასევე სოფლებს ლეწურწუმე და ჯუმითი.

ზუგდიდი- 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2848 აბონენტს სოფლებში:კოლხიდა,კორცხელი,განმუხური,დარჩელი,ჭითაწყარი და მიმდებარე სოფლებს, ასევე ზ.გამსახურდიას, აღმაშენებლის,კოსტავას და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი – 11:00-14:00 საათამდე 262 აბონენტს ქ.ფოთში ვიქტორ კრატასიუკის,ვაჩნაძის,ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს.

მარტვილი – 11:00-18:00 საათამდე 334 აბონენტს სოფლებში:გაჭედილი,სალხინო,თამაკონი, დ/ჭყონი და მიმდებარე სოფლებს.

წალენჯიხა –  10:00 -18:00 საათამდე 1232 აბონენტს სოფლებში: ობუჯი,ზღვაია,ხაბუმე და მიმდებარე სოფლებს,ასევე შეროზიას ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

 

 

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი