ინციდენტი გუდაურში – გონდოლებიდან დამსვენებლები ჩამოვარდნენ [Video]

გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში გონდოლები ერთმანეთს შეეჯახნენ. სავარაუდოდ, დაშავებულია 12-მდე ადამიანი.

ორი მათგანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე გადაყავთ თბილისში. ინფორმაციას ყაზბეგის მერი, ალექსანდრე ზაგაშვილი ავრცელებს. მისივე ინფრომაციით, ძაბვის ვარდნის შედეგად ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საძელე საბაგიროზე სავარძლები ერთმანეთს შეეჯახნენ.

სოციალურ ქსელში გუდაურში მომხდარის ამსახველი ვიდეო ვრცელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი