საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) ტესტირების მიზნით საჭიროა გვირაბის დაკეტვა, რის გამოც, 2018 წლის 28 მარტს, 00:00 საათიდან 07:00 საათმდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადაირთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.