30 მარტს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 10:00-18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლებით 3851 აბონენტს სოფლებში რუხი, რიყე, კორცხელი, ზედაეწერი, ახალსოფელი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში სოხუმის, აღმაშენებლის, ქირიას, გრანელის და მიმდებარე ქუჩებზე.
მარტვილი – 08:00-18:00 საათამდე 5401 აბონენტს სოფლებში გაჭედილი, დოშაყე, დ/ჭყონი, სალხინო, კურზუ და მიმდებარე სოფლებში. 11:00-17:00 საათამდე 159 აბონენტს სოფლებში ლეხაინდრაო, ბანძა, ნაჯახაოში.
წალენჯიხა – 11:05-18:00 საათამდე 1611 აბონენტს ქ.წალენჯიხაში კვარაცხელიას, სალიას, წმ.ნინოს და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ მიქავაში.
ჩხოროწყუ-11:30-14:00 საათამდე 313 აბონენტს ქ.ჩხოროწყუში მშვიდობის, თამარ მეფის, გობეჩიას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში.
ფოთი – 12:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1208 აბონენტს ქ.ფოთში ჩიტაძის, კონსტიტუციის, კოსტავას, 26 მაისის რუსთაველის რკალი და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-14:00 საათამდე 9769 აბონენტს ქ.ფოთში 8 მარტის, დადიანის, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ვაჟა-ფშაველას, 9 აპრილის ხეივანი და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი – 13:05-18:30 საათამდე 137 აბონენტს სოფლებში ფოცხო, ქვემო ფოცხო, ხორში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.