საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მიიღო.
სამინისტროსვე ცნობით, გიორგი სეთურიძეს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის, რომელიც თანაინვესტირების ფონდს ხელმძღვანელობდა.