მმართველი პარტიიდან ცაიშის მაჟორიტარობის კანდიდიატი თენგიზ ალმასია იქნება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ცაიშისა და ცაცხვის მაჟორიტარ დეპუტატად თენგიზ ალმასია წარადგინა. განცხადებას ამის შესახებ პარტია ავრცელებს.

თენგიზ ალმასია ამჟამად ზუგდიდის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები ცაიშის მაჟორიტარულ ოლქში 13 მაისს გაიმართება. შუალდებუი არჩევნები საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიშის მაჟორიტარი თამაზ ჟორჟოლიანი გასული წლის  ნოემბერში ავტოავარიის შედეგად, საკრებულოს პირველი სხდომის გამართვამდე გარდაიცვალა.

თამაზ ალმასია 1957 წლის 15 ოქტომბერს, ზუგდიდის სოფელ ცაცხვში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი