სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ლევან შონიას ინიციატივით, დედამიწის დღეს, 22 აპრილს დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდება, სადაც მონაწილეობას რეგიონის მასშტაბით 5000-ზე მეტი მოხალისე მიიღებს. დასუფთავდება პრობლემური ლოკაციები, სადაც დასუფთავების სამსახურები ყოველდღიურ მუშაობას ვერ ახერხებენ.
აქციაში საჯარო მოხელეები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთვება.