10 აპრილს, სამეგრელოში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 413 აბონენტს სოფლებში ნარაზენი, კოლხიდა, აბასთუმანი და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდში აღმაშენებლის ქუჩაზე.
ფოთი – 11:00-12:00 საათამდე 226 აბონენტს ფოთში ჩიტაძის, კონსტიტუციის, მოწერელიას, ფაზისი და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა – 11:00-14:00 საათამდე 46 აბონენტს სოფელ ნორიო და აბაშაში რუსთაველის ქუჩა, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ფაბრიკის ბინები.
მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე 163 აბონენტს სოფლებში საელიავო, ნალეფსაო. 11:00-17:00 საათამდე 254 აბონენტს სოფლებში ბანძა, ონოღია, ნახურცილაო, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 18:30 საათამდე 1286 აბონენტს სოფლებში ტალერი, კურზუ, დღვანა და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 384 აბონენტსწალენჯიხაში კალანდიას ქუჩაზე, სოფლებში ჭალე, მუჟავა, ჯვარი და მიმდებარე სოფელებში. 12:00დან 15:00 საათამდე 767 აბონენტს სოფელი ჯგალი, საჩინო. წალენჯიხაში წმ.ნინოს, ბ. შანავას, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი – 11:00-18:00 საათამდე 863 აბონენტს სოფლებში ხიბულა, ახალი და ძველი ხიბულა, საჯიჯაო, ზუბი.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.