11 აპრილს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამეგრელოში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 11:00-18:30 საათამდე 43 აბონენტს სოფელ ჭკადუაში.
მარტვილი – 11:00-17:00 საათამდე 254 აბონენტს სოფლებში ბანძა, ონოღია, ნახურცილაო, თამაკონი და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 18:30 საათამდე 2665 აბონენტს სოფლებში ტალერი, კურზუ, ნალეფსაო, აბედათი, ნახუნაო და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 384 აბონენტს წალენჯიხაში კალანდიას ქუჩაზე, სოფლებში ჭალე, მუჟავა, ჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1487 აბონენტს სოფლებში სეფიეთი, ონტოფო, მაიდანი, სამიქაო, გეზათი, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი.
ჩხოროწყუ – 13:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 365 აბონენტს სოფლებში ხაბუმე, ჭოღა, ჭოღა I და ჭოღა II. 17:50 დან 18:30 საათამდე 211 აბონენტს სოფლებში ნაკიანი, გარახა, ჩხოროწყუში ჯანაშიას, ყაზბეგის, გაგრინის ქუჩებზე.
ფოთი – 16:00-18:30 საათამდე 30 აბონენტს ქ.ფოთში მალთაყვის დასახლება.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.