თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სერგო თეთრაძე წამების შედეგად გარდაიცვალა, რომელსაც ორგანიზება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაუკეთა. კერძოდ, გამოძიების თანახმად, ახალაიას გეგმის მიხედვით, №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, პოლკოვნიკის წამების მიზანი იყო, რომ მას ქვეყნის საწინააღმდეგო ჯაშუშობა ეღიარებინა.