სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა ლევან შონიამ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგს უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარის რწმუნებულმა, მისიის ხელმძღვანელს, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორცილებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები გააცნო. ლევან შონიამ, ერიკ ჰოგს ასევე რეგიონში, ტურიზმის, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებულ პოტენციალზე ინფორმაცია მიაწოდა.

თავის მხრივ, ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა გუბერნატორს, მისი სამუშაო სპეციფიკის და მისიის შესახებ ესაუბრა.

შეხვედრის დასარულს მხარეები სამომავლო გეგმებზე და ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამეგრელოში, 2013 წლიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 91 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

2018 წელს, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, კერძოდ წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში, დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია. წალენიხის მუნიციპალიტეტში კი გამყოფი ხაზის გასწვრივ ენგურჰესზე, მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი