ზუგდიდის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ზუგდიდის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის გარემოსდაცვით და ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ ერთობლივი პროექტების მომზადებას და განხორციელებას, ასევე ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობას.

მემორანდუმის გაფორმდებამდე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას, ბოტანიკური ბაღის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი