ლაშა გოგიამ ცაიში-ცაცხვის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ალმასია წარუდგინა

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”-ს ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ, ცაიში-ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივებს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თენგიზ ალმასია წარუდგინა.

ორგანიზაციის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს 13 მაისს დანიშნულ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და ცაიშში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტქრუქტურულ პროექტებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ლაშა გოგიას ინფორმაციით, დაიწყება ცაცხვი დიდი ნეძის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. ცაიშში და ცაცხვში განხორციელდება წყალმომარაგების პროექტი, ასევე  მოწესრიგდება შიდა საუბნო გზები.  ცაცხვში დაგეგმილია კულტურის სახლის რეაბილიტაცია.

თენგიზ ალმასია დაიბადა 1957 წლის 15 ოქტომბერს, ზუგდიდში, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. ამჟამად მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეული ცაიში-ცაცხვის მაჟორიტარი დეპუტატი  თამაზ ჟორჟოლიანი ტრაგიკულად დაიღუპა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი