30 აპრილს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 2967 აბონენტს ქ.ზუგდიდში მარჯვენა სანაპირო, შარტავას, პუშკინის, კოსტავას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ახალკახათი, ჭკადუაში, ნარაზენი, ანაკლია, განმუხური, ჭაქვინჯი და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 17:00 საათამდე 3381 აბონენტს სოფლებში კახათი, ორსანტია, კოკი, ხურჩა, თარგამული და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი – 10:30-12:30 საათამდე 262 აბონენტს ნიკოლაძის სანაპირო, ჩხეიძის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებზე.
ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე 73 აბონენტს სოფლებში ლეწურწუმე, სარაქონი, კირცხი.
სენაკი – 11:00-18:00 საათამდე 1389 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, თეკლათი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა – 1:00-18:00 საათამდე 78 აბონენტს. ქ.წალენჯიხაში სოსელიას, გაგარინის, ზუგდიდის ქუჩების ნაწილს და სოფელ ობუჯის ნაწილს.
მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1461 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, ინჩხური, კიწია, გურძემი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.