2 მაისს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

2 მაისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:

ზუგდიდი. 10:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1874 აბონენტს სოფლებში ახალი აბასთუმანი, ჭაქვინჯი, კახათი,  თარგამული, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში ჯანაშიას, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩების ნაწილში.

 მარტვილი. 10:35 დან 18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 898 აბონენტს სოფლებში სალხინო, დ/ჭყონი, თამაკონი, ნამიკოლაო, ჭყონი.

წალენჯიხა. 11:00დან 18:00 საათამდე 1848 აბონენტს სოფლებში ზღვაია, ნაცატუ, ჯვარი, ჯვარზენის დასახლება, ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის ქუჩაზე.

ფოთი. 11:00დან 14:00 საათამდე 616 აბონენტს ელადას, სევასტოპოლის, პუშკინის, დანელიას და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ. 11:00დან  18:00 საათამდე 417 აბონენტს სოფლებში ნაფიჩხოვო, ჭოღა, ჭოღა I, თაია.

აბაშა.  11:00დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  493  აბონენტს სოფლებში პირველი მაისი, კეთილარი, ანჯელის მასივი.

ხობი.  11:00დან 16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1096 აბონენტს ხობში დადიანის, სტალინის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში I და II ჭიხუ, ნოჯიხევი, ზემო ქვალონი და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი. 13:40დან 18:30 საათამდე 825 აბონენტს სოფლებში ზანა, ლეძაძამე, ფოცხო და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი