12 და 14 მაისს სამეგრელო-ზემო სვანეთში “ენერგო პრო ჯორჯია”-ს აბონენტებს ენერგომომარაგება შეეზღუდებათ

12 და 14 მაისს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო 12 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ხობი –  11:00-18:00 საათამდე 4199 აბონენტს  ქ.ხობში სტალინის, ჭავჭავაძის, აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის, კოლხეთის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში პირველი მაისი, ნოჯიხევი, ზემო ქვალონი, მეორე გურიფული, ბია და მიმდებარე სოფლებში.

მესტია – 11:15-18:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში ხაიში, წვირმინდი, ლახამულა, ზედა ვედი.

14 მაისს, კი  ელექტროენერგია შეეზღუდება:

აბაშა – 11:00-15:00 სააათამდე 119 აბონენტს სოფლებში გეზათი, პირველი მაისი, ეწერი, ქ.აბაშაში აკაკის IV შესახვევი.

მარტვილი – 11:00დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1786 აბონენტს სოფლებში  მუხურჩა, ნამიკოლაო,დ/ჭყონი,  კურზუ, ინჩხური და მიმდებარე სოფლებში.

ზუგდიდი – 10:00-18:30 საათამდე 1399 აბონენტს სოფლებში კოლხიდა, ჩხორია, ტყაია, კორცხელი, ბაში და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ცოტნე დადიანის, რუსთაველის, ბარამიას ქუჩების ნაწილში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 230 აბონენტს სოფლებში ეწერი, ლია, ჯგალი(1 აბონენტი), ჯვარი, ჯვარზენის დასახლება, ქ.წალენჯიხაში ლევან II დადიანის, კოსტავას ქუჩებზე, ოჭანეს უბანი.

ხობი – 11:00-18:00 საათამდე 569 აბონენტს სოფლებში ახალი სოფელი, პირველი ხორგა, ხეთა.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი