ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე გახდა

ბიძინა ივანიშვილი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-ს თავმჯდომარე  გახდა. ივანიშვილი დღეს, გამართულ მეხუთე ყრილობაზე,  პოლიტიკური საბჭოს განახლებულმა წევრებმა ერთხმად აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, პოლიტიკური საბჭოს წევრებს და დელეგატებს დასამტკიცებლად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა:

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის, წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე უანგაროდ ემსახურება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ყველაზე მეტად, შეუძლია გააძლიეროს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ბირთვი და ახალი დინამიკა შესძინოს არამხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ მთელ ქართულ პოლიტიკას და ქვეყნის განვითარებას. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახლადარჩეულმა პარტიის თავმჯდომარემ  დელეგატებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ პარტიაში დაბრუნება “ხალხის საჭიროებამ მოითხოვა” . მან ასევე მთავრობის მიერ განხორციელებულ ახალ რეფორმებზე ისაუბრა:

„მაინც მომიწია ამ ტრიბუნასთან დადგომა – დიახ, მომიწია იმ თანმიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში მოსვლისთანავე განვაცხადე, მაგრამ როდესაც შენს ხალხზეა საუბარი და საჭიროება გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს, გაჯიუტება საკუთარ თავთან არასწორია… დღეს ჩვენ გვყავს არა არჩევნების გაყალბებით, დაშინებითა და ძალადობით მოსული, არამედ, ხალხის ნდობის საფუძველზე შერჩეული, ცხადია, არაუნაკლო, მაგრამ რაც მთავარია ადამიანის, როგორც მთავარ ღირებულებებზე ორიენტირებული ხელისუფლება”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ჩამოაყალიბა. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გამარჯვება მოიპოვა.   2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ 20 13 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ივანიშვილმა დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტი.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი