15 მაისს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ

15 მაისს, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

შეზღუდვები ეხება სამეგრელოს რეგიონის შემდეგ მუნიციპალიტეტებს:

ზუგდიდი  – 10:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით  2944 აბონენტს სოფლებში ანაკლია, განმუხური, კახათი, კოლხიდა, ერგეტა და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, რუსთაველის, ბარამიას ქუჩების ნაწილში.

წალენჯიხა – 11:00-18:00 საათამდე 800 აბონენტს სოფლებში ჯგალი, ლია, ტყაია, ფახულანი, ქ.  წალენჯიხაში კოსტავას ქუჩა, ოჭანეს უბანი.

მარტვილი – 10:30-18:30 საათამდე მონაკვეთში 1414 აბონენტს სოფლებში ონოღია, ნაგებერაო, დ/ჭყონი, ნამიკოლაო და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი – 13:00-14:00 საათამდე 1367 აბონენტს ახალი რაიონი, გაგრის, აფხაზეთის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00დან 18:30 საათამდე  მონაკვეთში მონაცვლეობით 739 აბონენტს ჩიტაძის, ინგოროყვას, პუშკინის, დუმბაძის, იმერეთის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა – 11:00-16:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 128 აბონენტს სოფლებში სეფიეთი, ქოლობანი.

 ხობი –  11:00-17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით საათნახევრით  1332 აბონენტს ჭალადიდი, შუა ხორგა, ახალი სოფელი, ქარიატა , ყულევი და მიმდებარე სოფლებში.

 ჩხოროწყუ – 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 1151 აბონენტს სოფლებში ნაფიჩხოვო, ჭოღა, ხაბუმე, გარახა, ქვედა ჩხოროწყუ და მიმდებარე სოფლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელი კურზუ. ჩხოროწყუში ლესელიძის ქუჩაზე.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა  ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი