ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით “ევროპის დღე 2018”-ს აღნიშნავს. სკეიტპარკის ტერიტორიაზე მოეწყო „ევროსოფლი“, სადაც თითოეულ სტუმარს, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი აქტივობებში ჩართვა შეუძლია.
ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. ასევე, გაიგონ, თუ რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. პარალელურად შექმნილია ბავშვთა გასართობი სივრცეები, სადაც სხვადასხვა წარმოდგენები იმართება.
ღონისძიებას ევროკავშირის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. “ევროპის დღეები 2018” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გახსნა.
წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება.