ზაზა სარალიძე საზოგადოებას მიმართავს

ხორავას ქუჩაზე, მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, საზოგადოებას მიმართავს. სალარიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ   “მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია”.

“newsportal.ge” ზაზა სარალიძის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

“მივმართავ სრულიად საქართველოს. განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა. განურჩევლად რელიგიური მრწამსისა.

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა. მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება. მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული. ნივთმტკიცებები განადგურებულია. თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი, რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს. გამოდის, რომ სისტემას მთავრობა მფარველობს. ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი. მადლობა პრეზიდენტს,მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

არც ერთ მართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი. როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი”, – აღნიშნულია ზაზა სარალიძის მიმართვაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი