გიგა ოთხოზორიას მამის დაკრძალვის ხარჯებს ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.
ზურაბ ოთხოზორიას გარდაცვალება ოჯახს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმოამდგენლებთან ერთად მიუსამძიმრეს. ლევან შონიამ და ლაშა გოგიამ გიგა ოთხოზორიას დედას თანადგომა გამოუცხადეს.
ზურაბ ოთხოზორია დღეს დილით გარდაიცვალა. ის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში კომატოზურ მდგომარეობაში 29 მაისიდან იმყოფებოდა.
იგივე თემაზე იხილეთ ლინკი:
http://newsportal.ge/giga-otxozorias-mama-gardaicvala/