6 ივნისს, სამეგრელოს რეგიონში, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს:
ზუგდიდი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2725 აბონენტს სოფლებში ნარაზენი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი, ოდიში, რუხი(1 აბონენტი) და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში წერეთლის, სოხუმის, აღმაშენებლის , ღურწკაიას, ბერიას და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-19:00 საათამდე აბონენტების ნაწილს სოფლებში აკვაპარკი, განმუხური, დარჩელი, ერგეტა, ანაკლია, კახათი, თარგამული, კოკი ორსანტია და მიმდებარე სოფლებში.
ფოთი. 06:00-13:00 საათამდე 9140 აბონენტს 9 აპრილის ხეივანი, კოსტავას, აღმაშენებლის, გორგასლის, თავდადებულის, დანელიას, კრატასიუკის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1121 აბონენტს ჭავჭავაძის, სააკაძის, ხობის, 8 მარტის, ცოტნე მირცხულავას, და მიმდებარე ქუჩებზე.
ხობი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1640 აბონენტს სოფლებში საჯიჯაო, გაღმა საჯიჯაო, ქვემო ქვალონი , ქვალონი და მიმდებარე სოფლებში.
წალენჯიხა. 11:00-18:00 საათამდე მონაკვეთში 2279 აბონენტს სოფლებში ჯგალი, ჭალე, მუჟავა, ჯვარი და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში ქიაჩელის, კალანდიას, რუსთაველის, წმ.ნინოს, ლევან II დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სენაკი. 11:00-18:30 საათამდე მონაკვეთში 923 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, ზანა, ხორში , მენჯი და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ღვინჯილიას ქუჩაზე. 16:00დან 18:00 საათამდე 1459 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, ელიავას, აღმაშენებლის, ვახტანგ გორგასალის, ლერმონტოვის და მიმდეაბრე ქუჩებზე. 18:10-20:00 საათამდე 564 აბონენტს სოფელ თეკლათში, ზემო ჭალადიდი, მენჯი, ქ.სენაკში ცერცვაძის ქუჩისა ნაწილს.
მარტვილი. 11:15-18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 965 აბონენტს სოფლებში ნალეფსაო, გაჭედილი, ბალდა, მუხურჩა და მიმდებარე სოფლებში.
აბაშა. 11:30-15:00 საათამდე 103 აბონენტს სოფლებში ეწერი, პირველი მაისი.
კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.