ჩინეთში მეცნიერებმა ძაღლებში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც ძალიან ჰგავს H1N1 ვირუსს, ე.წ. ღორის გრიპს. ვირუსი მუტაციას განიცდის. მეცნიერების განმარტებით, ეს ღორისა და ქათმის გრიპის შემდეგ, შესაძლოა მომდევნო ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი აღმოჩნდეს, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს შეიწირავს.
ვირუსი ჯერჯერობით ძაღლების ორგანიზმში ვითარდება და როგორც მკვლევარები განმარტავენ, იძენს უნარს, გავრცელდეს ადამიანებზეც.