აზიური ფაროსანას წამლობითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობითი სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო. მუნიციპალიტეტის სოფლები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. სოფლებისა და ტყის პერიმეტრები კი „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპით.
წამლობითი ღონისძიებების პირველი ეტაპის შედეგები კი ასეთია: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა 16260 ჰა, ხოლო „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპით, ცივი შესხურების აგრეგატით 34 ჰა მიწის ფართობი.
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ მოსახლეობის ინფორმირება წინასწარ ხდება, ინფორმაცია ვრცელდება მედიის საშუალებითაც.
ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:
? parosana.ge

კომენტარები

დატოვე კომენტარი