ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ლაშა გოგია ოდიშისა და მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცაიშვილის, ოდიშის, აღმაშენებლისა და პ. უბერის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა და მათი საჭიროებები მოისმინა.
მოსახლეობამ ძირითად პრობლემად სანიაღვრე არხები, კანალიზაცის სისტემა და გზების რეაბილიტაცია დაასახელა.
როგორც მერმა მოსახლეობას განუმარტა, გზების ორმული შეკეთება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად ყველა უბანში განხორციელდება. რაც შეეხება წყალარინების (კანალიზაციის) პრობლემას, ზუგდიდში წყალარინების (კანალიზაციის) თანამედროვე ქსელი კეთდება და პროექტი მთელი ქალაქის ამორტიზებული წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.
ცაიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა ერთ-ერთ საკითხად საბავშვო ბაღის პრობლემაც დაასახელეს, რომელიც მალე მოგვარდება.
ბერიას ქუჩაზე, N2 საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტის ღირებულება
1 167 999 ლარია.
მერის მოსახლეობასთან შეხვედრების მიზანი, თითოეული ადამიანის მიერ დასმული საკითხის განხილვა და მათი მოგვარებაა.