ზუგდიდში, სექტემბრიდან სტუდენტები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ისარგებლებენ. აღნიშნული საკითხი, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრისას გააჟღერა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილე მაიზერ ნანავასთან, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და სტუდენტებსა და პროფესორებს შეხვდა. მერმა უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა.
” ახალგაზრდების ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ და ვახარცოლიებთ ისეთ ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელიც თქვენი ხელშეწყობისკენაა მიმართული. მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში. მე და ჩემს გუნდს გვქონდა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული სტუდენტების დაფინანსება, რომელიც ამოქმედდა და სტუდენტები უკვე სარგებლობენ სტიპენდიით, ასევე ძალაშია საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაც“-აღნიშნა სტუდენტებთან შეხვედრისას ლაშა გოგიამ.
როგორც რექტორმა თეონა ხუფენიამ აღნიშნა , შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 15 წამყვან უნივერსიტეტთა სიაშია, უნივერისტეტის გაცვლითი პროგრამები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა უცხოურ უნივერსიტეტებშიც მიიღონ, აგრეთვე ჩამოდიან უცხოელი პროფესორებიც.
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ევროპული სტანდარტებისაა. უნივერიტეტს აქვს პროფესიული სასწავლებელი, სადაც 1000-მდე სტუდენტი სწავლობს. აგრეთვე, საერთო საცხოვრებელი, რომელიც 30- მდე სტუდენტზეა გათვლილი.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
შეხვედრის დასასრულს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შოთა მესხიას
ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამსრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.