აბაშაში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან, ბაზარში, საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს 4 შეიარაღებული პირი დახვდა. ადგილობრივების თქმით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარი გაკოჭეს, სცემეს, დააზიანეს მიკროავტობუსიც, თუმცა მათ მხოლოდ მობილური ტელეფონის წაღება შეძლეს.

დაზარალებულები გვიან ღამემდე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი