აბაშის მუნიციპალიტეტში, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში, უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა, რამაც დამცავი დამბა გაარღვია, კალაპოტიდან გადმოვიდა და 30-მდე საცხოვრებელი სახლი დატბორა.
დატბორილია საავტომობილო და შიდა საუბნო გზები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.