ზუგდიდში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ზუგდიდში, ახალკახათის ტერიტორიაზე, გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 27 წლის მათე გეთიაა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ის მართავდა, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორსული ცოლი და ერთი შვილი დარჩა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი