აბაშის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა არჩევიდან 3 კვირაში დატოვა

ლევან მაკალათიამ აბაშის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას სავარაუდოდ მისი მოადგილე შეასრულებს.

“მე ამოვწურე უბრალოდ თავი აბაშაში მუშაობაში. მივიღეთ 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2022 წლის ახალი ბიუჯეტი. დავამტკიცეთ კომისიები და დავტოვე აღნიშნული თანამდებობა. სანამ საკრებულოს თავმჯდომარე გავხდებოდი, 4 წელი ვიყავი აბაშის მერი. შემდეგ უკვე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რომ იყო რთული არჩევნები, “დავალაგეთ” საკრებულო და წამოვედი თანამდებობიდან. არანაირ დაპირისპირება გუნდში არ გვქონია. მე ვიყავი ყოველთვის “ქართული ოცნების” რიგითი ჯარისკაცი და ისევ ვრჩები რიგით ჯარისკაცად,” – განაცხადა მაკალათიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი