Abkhaz Inform: “რომში აფხაზური კულტურის ინსტიტუტი იხსნება”

დღეს, 17 ივნისს, რომში აფხაზური კულტურის ცენტრი გაიხსნება. ამის შესახებ აფხაზური საინფორმაციო სააგენტო “Abkhaz Inform” დე–ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც “Abkhaz Inform” წერს “აფხაზური კულტურის ინსტიტუტის” პრეზენტაციას აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, ასევე იტალიაში რუსეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელას ელჩები დაესწრებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი