ადგილი, სადაც ზუგდიდში ტექნოპარკი განთავსდება, მალე გახდება ცნობილი

ადგილი სადაცზუგდიდში ტექნო-ინოვაციური პარკი განთავსდება, მალე გახდება ცნობილი.

 ეს განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეტის გუბერნატორმა ზუგდიდის მერთან, გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

„ეს იქნება ახალი შესაძლებლობა რეგიონის ახალგაზრდებისთვის. ტექნო-ინოვაციური პარკის ადგილი, სადაც ის განთავსდება უკვე ცნობილია, მოსახლეობას მას ძალიან მალე წარვუდგენთ. თუცა მანამდე სტუდენტებისთვის ჩატარდება ტურები თბილისის ტექნოპარკის დასათვალიერებლად, რათა მათ ჰქონდეთ წარმოდგენა, თუ რას ვაკეთებთ ჩვენს ქალაქში“, – განაცხადა გუბერნატორმა შეხვედრაზე.

გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, ლევან შონიამ „ახალგაზრდულ წელთან“ დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

 2016 წელი  სამეგრელო-ზემო სვანეთში „ახალგაზრდულ წლად“  გუბერნატორმა შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი