აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრს ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. ე.წ. შესაბამისი ბრძანება 5 ივლისს დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გამოსცა, რომელმაც შემდგომი არეულობის თავიდან ასაცილებლად შს მინისტრი თანამდებობას დროებით ჩამოაცილა.

გუშინ ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც დე ფაქტო შს მინისტრის გადადგომას მოითოვდნენ, დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს და შტურმის განხორციელებას შეეცადნენ.

ოპოზიცია დე ფაქტო შს სამინისტროს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშნვის საკითზე დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს. ამასთან, ოპოზიცია რეფერენდუმის შემოდგომისთვის გადადებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ოპოზიციური გაერთიანებები რეგიონში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების გამო, შს მინისტრის გადაყენებას და 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანას მოითხოვდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი