აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. როგორც გალის შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, ბრალდებული კანჯი-ოღლი ე.წ. შინა პატიმრობაში აღარ იმყოფება.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე განიხილეს პატიმარ ლუკავას და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა საკითხები. საუბარი შეეხო ხურჩა-ნაბაჟევის ადმინისტრაციულ საღვარზე ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებასაც.