“აგონიაში არიან, იციან, რომ აგებენ” – მმართველი პარტია ოპოზიციას პასუხობს

“ქართული ოცნებაში” უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მოქალაქეებს მოტყუებით ართმევენ პირადობის ნომრებს არჩევნების გაყალბების მიზნით.

“თუ თინა ბოკუჩავა მართალია, ერთი ადამიანი მაინც დაასახელოს, ვისთანაც მივიდა ჩვენი წარმომადგენელი და პასპორტი სთხოვა. ჩაატარეს გამოკითხვა და იციან, რომ ვიგებთ, ამიტომ აგონიაში არიან. ხალხს არ უნდა ეს ადამიანები. განაჩენი გამოტანილია”, – განაცხადა გვასალიამ.

 

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით, “ქართული ოცნება” არჩევნებზე გაყალბებისთვის ემზადება.

მისი თქმით, ამ მიზნით მოქალაქეებს პირადობებს მოტყუებით ართმევენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი