ალექსანდრე ჯეჯელავა – “მომავალი წლიდან მასწავლებლების ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს”

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მომავალი წლის პირველივე თვიდან მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება 800 ლარს მიაღწევს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მასწავლებელების ხელფასების ზრდა, როგორც იყო დაპირებული, ზუსტად იმ მოცულობით იქნება ასახული მომავალი წლის ბიუჯეტში.

„მომავალი წლის დასაწყისშივე, პირველივე თვიდან იზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და საშუალო ანაზღაურება მიაღწევს 800 ლარს“, -განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი