მამაკაცი, რომელსაც მატარებელი დაეჯახა მძიმე მდგომარეობაშია

მამაკაცი, რომელსაც წუხელ მატარებელი დაეჯახა, მართვით სუნთქვაზეა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ newsportal-ს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

,,პაციენტი შემოყვანილ იქნა 112 ის სამსახურის მიერ, დიაგნოზით: ქალა-ტვინის ღია ტრავმა,თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული ჰემატომა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია, ჰემატომის ევაკუაცია, პლევრის ღრუს დრენირება. მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე” აცხადებენ დაშავებულის მდგომარეობის შესახებ სამედცინო დაწესებულებაში.

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 55 წლამდე მამაკაცს წუხელ, სოფელ ცაცხვთან დაეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი